J1

Follow J1
Share on
Copy link to clipboard

This podcast is an invitation to a personal diary, interviews and conversations about living in the United States. As an international student, I choose the stories that changed my perception mostly about a host country I've resided from July 2018 as a Fulbright graduate student. I will try to convi…

Salome

  • Mar 2, 2020 LATEST EPISODE
  • infrequent NEW EPISODES
  • 41m AVG DURATION
  • 12 EPISODES


Search for episodes from J1 with a specific topic:

Latest episodes from J1

Volunteering in the USA

Play Episode Listen Later Mar 2, 2020 31:55


Why Volunteering? Because:

What makes me excitied about Dogwalking as a job?

Play Episode Listen Later Feb 9, 2020 47:15


რუმმეითი - ოჯახის დროებითი წევრი ამერიკაში

Play Episode Listen Later Jan 30, 2020 41:51


სამუშაო კულტურა ამერიკაში

Play Episode Listen Later Jan 18, 2020 53:51


რა ხდება ჩემს თავს?

ნეკერჩხლის სიროფი, როგორც ინსპირაცია

Play Episode Listen Later Oct 21, 2019 33:11


სამაგისტრო ნაშრომი ამერიკულად & Sweet Potato Pie

Play Episode Listen Later Sep 28, 2019 43:30


ამ სერიაში ყველაფერს მოვედე - ლიდერთა ვორქშოფით დაწყებული, სამაგისტრო ნაშრომის სტანდარტების შედარებითი ანალიზით გაგრძელებული, Sweet Potato Pie-ის ცხობისას დაშვებული მთავარი შეცდომით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ რომელიმე მაინც დაგაინტერესებთ. ჩემი საერთაშორისო ოჯახის ახალი წევრი პოლინა პაგუდინაა, UGRAD-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილე რუსეთის ქალაქ კიროვიდან. გადაცემის მეორე ნაწილში მოისმენთ ჩემს და მის ტკბილ საუბარს მეგობრობაზე და არა სიძულვილზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. სერიის ბოლოს ახალი რუბრიკა შემოგესმინებათ: რა გავიგე ახალ მიმდინარე კვირაში, რაც არასდროს დამავიწყდება. შემდეგი სერიის თემა: Online Dating ამერიკულად. It will be so much fun!

მე და მარიამი ვოლმარტის ფილოსოფიას გიზიარებთ

Play Episode Listen Later Sep 15, 2019 33:25


ჯანსაღი კვების რეჟიმი თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანია ამერიკაში სწავლისას, როგორც დავალებების მომზადება და ლექციაზე რეგუალური დასწრება. ამის მიუხედავად, სტუდენტობის პერიოდი ყველაზე სარისკო ეტაპია წონის მატების და ამით გამოწვეული დაავადებების განვითარების თვალსაზრისით. სტრესი და მარტო ცხოვრება ალბათ ორი მთავარი ფაქტორია, რის გამოც სტუდენტები კოლეჯის პერიოდში ე.წ. "ჯანქ" საკვებს ირჩევენ. მე და კიდევ ერთი ფულბრაითელი, მარიამ გამდლიშვილი ჩვენი კამპუსის სტუდიაში ჩამოვჯექით და ვყვებით ბრძოლაზე, რომელიც კამპუსიდან იწყება, ამერიკის ყველაზე მასშტაბურ სასურსათო-სავაჭრო ქსელში ვოლმარტში გრძელდება და, რა თქმა უნდა ჩვენი გამარჯვებით, ჩვენსავე სამზარეულოში სრულდება. ქართველები ვართ და აბა ისე როგორ. ამავე სერიაში დავამატე ახალი რუბრიკა - საერთაშორისო სტუდენტური ისტორიები. პირველი სტუმარი ტუნისელი დონია ჰამადია. მის ისტორიას სერიის ბოლოს მოისმენთ. სტუმრები: მარიამ გამდლიშვილი - ფულბრაითის სტიპენდიანტი, სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტი დონია ჰამადი - გაცვლითი პროგრამის მონაწილე ტუნისიდან, სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტი

ელენე Burning Man-დან

Play Episode Listen Later Sep 7, 2019 50:31


ელენე ღელაღუტაშვილი ფლექსელია; ამ გაცვლითი პროგრამით ამერიკაში, პირველად, 2006 წელს მოხვდა და არკანზასის შტატის პატარა ქალაქში ერთი წელი გაატარა. გასულ წელს თავისი ცხოვრების პარტნიორთან, გიორგი თევზაძესთან ერთად სამსახურიდან წამოვიდა და საკუთარი თავის შესაცნობად ამერიკის კონტინენტები აირჩია. მოიარა სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანა, აშშ-ის შტატები და მოგზაურობის დასასრულს კიდევ ერთი ოცნება აიხდინა - გახდა ე.წ. "Burner", ანუ საერთაშორისო ღონისძიების "Burning Man"-ის სრულფასოვანი მონაწილე. ელენე რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში გავიცანი და ერთ ღამეში დავმეგობრდით. პოდკასტის მეხუთე სერიაში თავისი არაორდინალური მოგზაურობის ამბებს მიყვება. უსმინეთ, რა იცით, იქნებ თქვენც აღმოჩნდეთ ერთ დღეს ელენეს ადგილას.

ჯეინ ოსტინის ფესტივალი, როგორც გაქცევა მოწყენილობიდან

Play Episode Listen Later Aug 24, 2019 51:37


ამ ზაფხულს კამპუსში გამაფებული უკიდეგანო მოწყენილობისა და სიცხისგან ისევ ქალმა მწერალმა გადამარჩინა. კენტაკის ქალაქ ლუივილში გამართულ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალს, რომელიც ინგლისელ მწერალს, ჯეინ ოსტინს ეძღვნება, მოხალისის როლში ვესტუმრე. ვიმუშავე ე.წ. "კართან", სადაც ფესტივალის სტუმრების რეგისტრაცია მევალებოდა, ვრეცხე და ვამშრალე მეცხრამეტე საუკუნის ჩაის ჭურჭელი და ბოლოს სტუმრებს ჩაითაც გავუმასპინძლდი. ამ ყველაფრის სანაცვლოდ ფესტივალზე უფასოდ შემიშვეს, ულამაზესი თეთრი კაბაც გადმომცეს, და, რაც მთავარია, მამოგზაურეს დროში. ფესტივალს, მეტწილად, ვინტაჟური კაბების სიყვარულის გამო ვესტუმრე, მაგრამ იქიდან ლინკდინში შესატანი გამოცდილებით და სამოტივაციო წერილში მოსაყოლი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. პოდკასტის ამ ეპიზოდში ყველაფერს დეტალურად ვიხსენებ. BONUS: სერიის შესავალში ვყვები, როგორ ვებრძვი შოპინგზე დამოკიდებულბას. ეპიზოდის სტუმრები: კერი ვრაითი - ფესტივალის მოხალისე ჟანეტ აბელი - ფესტივალის ორგანიზატორი LBCC Historical - ის წარმომადგენლები - ალიშა შოლტი და პატრიკ ბიუქსი (https://www.etsy.com/shop/LitttleBits) ფოტო: ჯანეტ აბელი (Janet Abell)

"ინგლისურის სწავლას რა უნდა?!"

Play Episode Listen Later Aug 17, 2019 46:21


"ინგლისურზე დავდივარ" - ჩემს ბავშობაში ყველაზე პოპულარული ფრაზა იყო. მაშინ რაღაც გარდაუვალ აუცილებლობად იქცა ინგლისური ენის შესწავლა. ამით ბევრი ფული იშოვა ყველამ, ვისაც ყოფილი უცხო ენების ინსტიტუტში ჰქონდა გაანთლება მიღებული ინგლური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. იმის მიუხედავად, რომ ინგლისურს მეცხრე კლასიდან ვსწავლობ, ამერიკაში სამაგისტრო პროგრამის შესასწავლად ჩამოსული, დღემდე ქართული ინგლისურით ვლაპარაკობ. მიზეზები ნაწილობრივ ამოვხსენი; ნაწილს ალბათ მომავალი გამოწვევები ამომახსნევინებს. პოდკასტის ამ სერიაში სტუმრად მოვიწვიე ჩემი უნივერსიტეტის ინგლუსური ენის ინტენსიური პროგრამის დირექტორი, პროფესორი ემილია ზლატკოსვკა. ერთად ვიხსენებთ საუნივერსიტეტო ცხოვრების პირველ ბარიერებს, როცა იძულებეული ხარ წერო, იკითხო და ილაპარაკო უცხო ენაზე. ემილიამ კარგად იცის რა გამოწვევაა ინგლისურის სწავლა არაინგლისურენოვანი სტუნედეტბისთვის, ამიტომ ოქროს რჩევებს იძლევა და ყურადღებით მოუსმინეთ. In this episode, I am hosting Dr. Emiijia Zlatkosvka, director of the Intensive English Program at the University of Southern Indiana. As we both are non-native speakers, our conversation tackles the strugle and best strategies to cope with language learning and academic work in the non-native language enviroment. Even though I took TOEFL, IELTS and GRE before coming to the United States, I am still strugling as in academic writing as public speaking. While recalling our personal strugle, we hope, this episode will give you some courage and confidence on the way to English learning. Guest: Dr. Emilija Zlatkovska

ფულბრაითელები ფულბრაითელობაზე

Play Episode Listen Later Aug 8, 2019 35:31


ხშირად, როცა ვამბობ რომ ფულბრაითის სტიპენდიანტი ვარ, მაღალი წარმოდგენა ექმნებათ ჩემზე, რაც პირველ რიგში მაშინებს და შემდეგ მსიამოვნებს. პოდკასტის ამ სერიაში რამდენიმე ფულბრაითელთან ერთად ვსაუბრობთ ცვლილებაზე და სტატუსზე, რომელიც ფულბრაითმა მოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. სერიის ბოლოს რჩევებს გიზიარებთ და გამხნევებთ, რომ აუცილებლად სცადოთ, იმიტომ რომ, არც ჩვენ გვჯეროდა რომ აქამდე მოვიდოდით. უფრო მეტიც, ჩემი სტუმრების ნაწილმა ფულბრაითის სტიპენდია მხოლოდ მეორე ცდაზე მოიპოვა. ამიტომ, არ დანებდეთ. იქნებ ახლა სწორედ თქვენი ჯერია. პოდკასტის სტუმრები (ქრონოლოგიური თანამიმდევრობით): თათული ოქრიაშვილი - ფულბრაითის სტიპენდიანტი (2018-2020) ქრისტი მილორავა - ფულბრაითის სტიპენდიანტი (2018-2020) ქეთი ვაშაკიძე - ფულბრაითის სტიპენდიანტი (2018-2019) ადამ ტენანტი - ფულბრაითს სტიპენდიანტი (2007) ფატინ იბრაჰიმა იარო - ფულბრაითის სტიპენდანტი (2018-2020)

შესავალი

Play Episode Listen Later Jul 24, 2019 30:32


ამ სერიაში მოისმენთ ბევრ დეტალს სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტის, ფულბრაითის სტიპენდიის, ინდიანას შტატის, ევანსვილის (ქალაქი, რომელშიც ამ ეტაპზე ვცხოვრობ), ჩემი გამოცდილების, ინტერესებისა და შიშების შესახებ.

Claim J1

In order to claim this podcast we'll send an email to with a verification link. Simply click the link and you will be able to edit tags, request a refresh, and other features to take control of your podcast page!

Claim Cancel