Marketer.ge Podcast

Follow Marketer.ge Podcast
Share on
Copy link to clipboard

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

Marketer.ge


    • Mar 19, 2025 LATEST EPISODE
    • infrequent NEW EPISODES
    • 49m AVG DURATION
    • 157 EPISODES


    Search for episodes from Marketer.ge Podcast with a specific topic:

    Latest episodes from Marketer.ge Podcast

    მარკეტერის პოდკასტი | გზამკვლევი მარკეტერებისთვის 2025

    Play Episode Listen Later Mar 19, 2025 51:08


    2025 წლის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისთვის მნიშვნელოვან რესურსად იქცა Tbilisi School of Communication-ის მიერ უკვე მეორედ გამოცემული ყოველწლიური გზამკვლევი მარკეტერებისთვის. დოკუმენტი შემუშავდა კვლევითი ორგანიზაცია ANOVA-სთან თანამშრომლობით და ეფუძნება თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევებს. მარკეტერის პოდკასტში Comm School-ის დირექტორთან, ნინა ქარჩხაძესთან ვსაუბრობთ ახალ მიგნებებზე მარკეტინგში, ქართული მარკეტინგული ინდუსტრიის ტრენდებზე და გზამკვლევის კვლევის მეთოდებზე.

    მარკეტერის პოდკასტი | Agile v2: From Good to Grea

    Play Episode Listen Later Mar 17, 2025 38:39


    როგორ მოვახდინოთ ეჯაილის ლეველაპი და თეორიული წესებიდან ბიზნესის რეალურ საჭიროებებზე მორგება. როგორ არ უნდა შეუშინდეს კომპანია რთული გადაწყვეტილებების მიღებას, მთავარი მიზნის/შედეგების მისაღწევად.მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი გადაცემის სტუმარია ევროპაბეთის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი - თეო ცერაძე.

    მარკეტერის პოდკასტი | პლუსი - ლოიალობის სტანდარტი

    Play Episode Listen Later Aug 15, 2024 36:57


    როგორ ხედავთ PLUS-ის განვითარებას მომავალში და რა როლი ექნება ახალ ტექნოლოგიებს ამ პროცესში? როგორია Plus პლატფორმის გავლენას ბიზნეს სექტორზე, და როგორ შეცვალა ან შეიცვლება ბიზნეს მოდელები? რა შეცვალა 7 წლის განმავლობაში და როგორ ადაპტირდა Plus პროგრამა მომხმარებლის მოლოდინებთან? ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამის Plus-ის 7 წლის იუბილე, როგორც წლის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მოვლენა. ამ თემაზე სასაუბროდ მარკეტერის პოდკასტს ლევან ჯიქია (საქართველოს ბანკის მთავარი კომერციული ოფიცერი - გადახდების მართვის დეპარტამენტი) და ქეთევან ბიჭიაშვილი (საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის მართვის დეპარტამენტის დირექტორი) ესტუმრნენ. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

    მარკეტერის პოდკასტი | ის რაც დროს გაუძლებს

    Play Episode Listen Later Aug 1, 2024 51:19


    მონუმენტური შენობები სტანდარტული და მარტივი გადაწყვეტებით არ იქმნება. „ის, რაც დროს გაუძლებს“ - ასე ეწოდება კამპანიას, რომლზე სასაუბროდ მარკეტერის პოდკასტს „ალიანს ჯგუფის“ კომერციული დირექტორი, თემო ბიწაძე, Holy Motors-ის დამფუძნებელი, გიორგი ავალიანი და Highway VFX-ის დირექტორი ლევან ლაფაჩი ესტუმრნენ. როგორ ახორციელებს ალიანს ჰაილაინი ისტორიული არქიტექტურული პრინციპების გამოყენებას დიზაინში? როგორ გადალახა გუნდმა ის სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო ამ არაორდინალური დიზაინის მშენებლობასთან? რას ნიშნავს „ის, რაც დროს გაუძლებს“ და როგორ გამოიხატა ეს შემოქმედებითი პროცესის დროს? მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

    მარკეტერის პოდკასტი | ნებისმიერი პრობლემის მომგვარებელი ბიზნესი

    Play Episode Listen Later Jul 25, 2024 71:34


    მარკეტერის პოდკასტის სტუმარია სანდრო თავხელიძე. ყოფილი მორაგბე, რომელიც წარმატებული სტარტაპერი გახდა. სანდრომ პირადი გამოცდილება ბიზნეს იდეად აქცია. საკუთარი იდეის ძალიან დაიჯერა, სხვებიც დაარწმუნა და მათთან ერთად საინტერესო გზა გაიარა. ამ გზაზე იყო ბევრი უარი, წარუმატებლობა, მაგრამ "ვემპლერმა" არაერთხელ დაარწმუნა ინვესტორები რომ ცდებოდნენ. მალევე სტარტაპმა 500 000-ზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. სანდრო გვიყვება გზას, რომელიც "ვემპლერმა" და მისმა გუნდმა გაიარეს. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ "საქართველოს ბანკი ბიზნესი"

    მარკეტერის პოდკასტი | ხელოვნური ინტელექტის როლი რეკრუტინგში

    Play Episode Listen Later Jul 16, 2024 37:53


    Helio.AI არის ასისტენტი, რომელიც ეხმარება დამსაქმებლებს რეკრუტინგში, ამარტივებს კანდიდატურის შერჩევის პროცესს და მოკლე დროში ფილტრაცს რეზიუმეებს არასაჭირო ინფორმაციისგან.    მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი სტუმარია იაკო ჯიქია, helio.AI-ს თანადამფუძნებელი, რმომელიც მოგვიყვება:    როგორ შეიქმნა helio.AI? როგორ იქცა იდეა სტარტაპად და შემდეგ ბიზნესად? როგორ ეხმარება იგი HR-ებსა და დამფუძნებლებს რეკრუტინგში? რა გამოწვევებთანაა დაკავშირებული ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება? რამხელა მნიშვნელობა აქვს ნდობას დასაქმების სფეროში და შემდგომ უკვე საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად?    მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.  

    საინტერესო პოდკასტი | Mind Mapping - ვისწავლოთ, როგორ ვისწავლოთ

    Play Episode Listen Later Jul 4, 2024 38:26


    საინტერესო პოდკასტი | კონტენტი

    Play Episode Listen Later Jun 25, 2024 61:29


    კონტენტი - სიტყვა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ხშირად გვესმის, თუმცა ბოლომდე არ გვესმის თუ რას გულისხმობს. კონტენტ კრეატორების საქმიანობამ სრულიად შეცვალა როგორც მაყურებლის ქცევა, ასევე ბიზნესის და მარკეტინგის გუნდების პრიორიტეტები. საქართველოშიც სხვადასხვა მიმართულებით უკვე აქტიურად ხდება პლატფორმების ათვისება და კონტენტის წარმოება. 30 ივნისს თბილისში კოტენტ კრეატორების პირველი ფესტივალი ჩატარდება, რომელიც სწორედ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. მარკეტერის პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ ფესტივალის ორგანიზატორთან, ირაკლი კაკაბაძესთან ერთად. საინტერესო პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი

    მარკეტერის პოდკასტი | Extra-ს რებრენდინგი

    Play Episode Listen Later Jun 21, 2024 46:04


    მარკეტერის პოდკასტის ამ ეპიზოდში EXTRA-ს რებრენდინგზე ვსაუბრობთ.  სულ ცოტა ხნის წინ, წამყვანმა ქართულმა ელექტრონული კომერციის პლატფორმამ რებრენდინგი განახორციელა. პოდკასტის სტუმრები არიან EXTRA-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიშა გოგოლაური და Highway VFX-ის დამფუძნებელი ლევან ლაფაჩი. ვსაუბრობთ გუნდის შიგნით არსებულ ამოცანაზე, პროექტის განხორციელების პროცესზე და იმაზე ,თუ რას ნიშნავს „ყველაფერი მეგულება“ მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

    მარკეტერის პოდკასტი | ინფლუენსერობა და საკუთარი ბიზნესი

    Play Episode Listen Later May 7, 2024 45:07


    ინფლუენსერებთან თანამშრომლობა ბევრი ბრენდის კომუნიკაციაში უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი. თუმცა, მოდით გავერკვეთ: * რას ნიშნავს ინფლუენსერობა საქართველოში, დღეს? * როგორია ინფლუენსერის ჯილდო და რა ძალისხმევას საჭიროებს მისგან ეს საქმე? ვსაუბრობთ მარიამ დავითაძესთან, იგივე Acidwv-თან ერთად. ბევრი მას TikTok-დან, Instagram-დან და YouTube-დან იცნობთ. მარიამმა ცოდნა და გამოცდილება, ინფლუენსერული პროექტის გარდა, საკუთარი ბიზნესების შექმნაში გამოიყენა. მარკეტერის პოდკასტში მარიამი გვიყვება, როგორ გამოიყენა საკუთარი ცოდნა და უნარები ბიზნესების წამოსაწყებად. მარკეტერის პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

    საინტერესო პოდკასტი | ნათია ჭიჭინაძე-creams

    Play Episode Listen Later Apr 25, 2024 60:20


    რა განაპირობებს შინაგან თავისუფლებას, რომელიც აისახება სცენაზე, ვიდეოში, შემოქმედებაში - აღზრდა? გარემო? გავლენები? რამდენად ახდენს ქართული მემკვიდრეობა გავლენას არტისტულ სტილზე? დღევანდელ პოდკასტში ჩვენი სტუმარი Creams-ია, იგივე ნათია ჭიჭინაძე, რომელიც მოგვიყვება, როგორია იყო ახალგაზრდა, ამომავალი მუსიკოსი საქართველოში, აუთენტური თვითგამოხატვის ფუფუნებით, ქართული კულტურული და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით.

    საინტერესო პოდკასტი | ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია

    Play Episode Listen Later Apr 19, 2024 34:53


    Miami Ad School ის დაწესებულებაა, რომლისკენაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ახალგაზრდა შემოქმედები მიისწრაფვიან. წლების განმავლობაში, „საქართველოს ბანკის“ მიერ დაწესებული ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია, ქართული სარეკლამო ინდუსტრიის არაერთნა წარმომადგენელმა მოიპოვა და ბერლინში, მათთვის საოცნებო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა - რასაც საერთაშორისო სააგენტოებში მნიშვნელოვანი გამოცდილება მოჰყვა. „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია, ხატია არველაძე - ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი, რომელიც Miami Ad School-ში მიღებულ ცოდნაზე გვიყვება. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი პოდკასტის წარმდგენი: საქართველოს ბანკი

    მარკეტერის პოდკასტი | საქართველო ფორმაშია

    Play Episode Listen Later Apr 11, 2024 43:20


    "საუკეთესო წინ არის" - საახალწლო კამპანიაში, ამ სიტყვებით შეაჯამა „საქართველოს ბანკმა“ 2023 წელი და მალევე "საუკეთესო"-სთვის მზადების პროცესშიც მთელი ერი ჩართო. "მათ შეიძლება გამოიცნონ ჩვენი სტრატეგია, ჩვენი შემადგენლობა, სათამაშო მონახაზი, ჩაფიქრებული ცვლილებებიც კი, მაგრამ მათ არაფერი იციან ჩვენი მთავარი იარაღის შესახებ. ამ ძალას, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით რაშია, სხვები ვერაფერს დაუპირისპირებენ, ვერაფრით გააჩერებენ! საქართველო ერთადაა, საქართველო ფორმაშია" - სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო წლის ყველაზე დიდი კამპანია, რომელმაც ყველას სათქმელი გააერთიანა და ისტორიული მოვლენისთვის საერთო განწყობა და მზაობა მოამწიფა. ფეხბურთში პროცესები ჩვენ სასარგებლოდ განვითარდა, ამ ყველაფერს კი საკომუნიკაციო კამპანია ფეხდაფეხ მიჰყვა და ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ყველაფერი წინასწარ გათვლილი იყო. მარკეტერის პოდკასტში გიყვებით, როგორ დაიგეგმა, განვითარდა და როგორ გრძელდება საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატების თანამგზავრი კამპანია და როგორ ჩადგა საქართველო ფორმაში! სტუმრები: მარიამ ცანავა - საქართველოს ბანკი, ეკა ყიფიანი - JWT Metro მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

    მარკეტერის პოდკასტი | შევქმნათ უკეთესი ქალაქები - ბოლტის მისია

    Play Episode Listen Later Apr 7, 2024 48:19


    შევქმნათ უკეთესი ქალაქები - ეს გახლავთ კომპანია Bolt-ის მისიაა, რომლითაც ის ოპერირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. Bolt უკვე 10 წელია საქართველოშია. მარკეტერის პოდკასტში გიყვებით, როგორ შემოვიდა კომპანია საქართველოში, რას ნიშნავს უკეთესი ქალაქი და როგორ წარიმართა მთლიანი გადაადგილების ინდუსტრიის რევოლუცია. მარკეტერის პოდკასტის სტუმარია კომპანია ბოლტის მარკეტინგის ლიდი - რუსო კობახიძე. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

    საინტერესო პოდკასტი | Life with ADHD

    Play Episode Listen Later Apr 1, 2024 72:27


    Attention Deficit Hyperactivity Disorder - ქართულად კი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. დღევანდელი პოდკასტის სტუმრები არიან ადამიანები, რომლებიც მათი კომპეტენციითა და გამოცდილებებით ეცდებიან, უფრო ნათელი გახადონ ყველაფერი ADHD-ის ირგლივ. ფსიქიატრი ლუკა ხუხაშვილი, ანა გვარიშვილთან და დავით ჯანელიძესთან ერთად, რომლებიც ცხოვრობენ ამ დიაგნოზით ეცდებიან გაგვიზიარონ მათი გამოცდილება თუ რა სირთულეებს აწყდებიან.

    საინტერესო პოდკასტი | აუტიზმი

    Play Episode Listen Later Mar 14, 2024 66:53


    აუტიზმი, აშლილობა თუ ნეირო მრავალფეროვნება? რა არის აუტიზმის პირველადი სიმპტომები და რა ასაკში ვლინდება ის? რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა? ახასიათებს თუ არა აუტიზმს რაიმე კვეთითი აშლილობები, მაგალითად, ADHD? ამ თემის ირგვლივ დღეს ფსიქიატრ ქეთევან სილაგაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

    მარკეტერის პოდკასტი | როგორ ვათამაშოთ 500 000 ადამიანი?

    Play Episode Listen Later Mar 11, 2024 40:11


    საქართველოს ბანკის მობილბანკში მასშტაბური თამაში გაიმართა. 12-კვირიანი მარათონი, რომელმაც სტარტი ოქტომბრის თვეში აიღო, 2024 წლის იანვარში დასრულდა. ჯამში კამპანიაში 500 000 ადამიანი ჩაერთო. მარკეტერის პოდკასტის სტუმარია მაიკო გორგილაძე, საქართველოს ბანკის, ციფრული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილე. ვსაუბრობთ როგორ დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი

    მარკეტერის პოდკასტი | მარკეტერების გზამკვლევი 2024

    Play Episode Listen Later Mar 4, 2024 47:59


    გზამკვლევი მარკეტერებისთვის: "საქართველოს ტრენდების რეპორტი 2024” პირველი გზამკვლევია საქართველოში, რომელიც მარკეტერებს დაეხმარება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და ეფექტური კამპანიების დაგეგმვაში. მარკეტერის პოდკასტის სტუმრები არიან, თბილისის კომუნიკაციის სკოლის საოპერაციო დირექტორი ნინა ქარჩხაძე და ქრისტინე ლორთქიფანიძე, ანოვას კვლევების კონსულტანტი კვლევის გადმოსაწერად: commschool.ge მარკეტერის პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი.

    საინტერესო პოდკასტი l სამაგიდო თამაშები

    Play Episode Listen Later Feb 23, 2024 54:32


    თამაში ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. სამაგიდო თამაშები კი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მიმართულებაა, რომლის ფესვებსაც ძველ ეგვიპტეში მივყავართ. ჭადრაკი, ნარდი, მონოპოლი თუ სხვა დღემდე უამრავი ოჯახის უცვლელ ნივთებად რჩებიან. XX საუკუნე სამაგიდო თამაშების რენესანსის ეპოქად იქცა, რაც დღემდე აქტიურად გრძელდება. რა ფსიქოლოგიურ მექანიზმებს ეფუძნება სამაგიდო თამაშების მასობრივი პოპულარობა? რა ძირითადი განსხვავებები არსებობს მის სტილებს შორის და რა სახის ქართული სამაგიდო თამაშები გვაქვს ამჟამად ბაზარზე - ამ თემებზე ვსაუბრობთ კლუბ „წიბახას“ დამფუძნებელთან, გიგა წიბახაშვილთან ერთად.

    საინტერესო პოდკასტი | სათავგადასავლო მოგზაურობა

    Play Episode Listen Later Feb 6, 2024 56:34


    გიფიქრიათ, როგორია ისლანდიის გარშემო მანქანით მოგზაურობა და ჩრდილოეთის ციალზე ნადირობა? როგორი იქნებოდა გამოცდილი მოგზაურების გიდობით, ერთ-ერთი ყველაზე მისტიური კუნძულის დალაშქვრა?   დღევანდელი პოდკასტი სათავგადასავლო მოგზაურობასა და მოგზაურობაზე დამოკიდებულ ადამიანებზეა.   გიორგი შაკაია და სერგი ტკაჩუკი მოგვიყვებიან როგორ აქციეს მათი ჰობი პროფესიად, როგორ დაიბადა იდეა Travel Junkies, რა არის დაგეგმილი ისლანდიის ექსპედიციაში და როგორ არის შესაძლებელი მონაწილეობის მიღება.

    საინტერესო პოდკასტი | ასტროლოგიის საფუძვლები

    Play Episode Listen Later Jan 31, 2024 54:41


    რა არის ასტროლოგიის პრეისტორიული საფუძვლები და საიდან მოვიდა ჩვენამდე? რამდენადშესაძლებელია, პლანეტებისა და ვარსკვალვების განლაგებას რაიმე გავლენა ჰქონდეს ადამიანისპიროვნებაზე, თვისებებზე და მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებზე? რა იწვევს ნდობას ადამიანებშიასტროლოგიის მიმართ და რა ფსიქოლოგიური საფუძვლები დგას ამის უკან?   დღევანდელი საინტერესო პოდკასტი მივუძღვენით მეცნიერებასა და ასტროლოგიას შორის საუკუნეებისგანმავლობაში არსებულ დებატებს.     პოდკასტის მიზანია, აღმოვაჩინოთ ის კონტრასტული პერსპექტივები, რომლებიც არსებობს მეცნიერებასა დაასტროლოგიას შორის, რომლებსაც დღეს სამეცნიერო ჟურნალისტ, ბექა მამუკაშვილთან ერთად დავინახავთ.

    საინტერესო პოდკასტი l ხმის დიზანი და მისი მნიშვნელობა კინოინდუსტრიაში

    Play Episode Listen Later Jan 16, 2024 61:46


    ხშირად გვავიწყდება, რომ აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში, როგორიც ფილმია - ხმაც ისეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც კადრი. სწორედ ამ ორი მედიუმის ერთმანეთში ჰარმონიულ შერწყმას და ამბის თხრობას შეუძლია გენიალური ნაწარმოების დაბადება. მაინც, კონკრეტულად რა როლს ასრულებს სწორად შერჩეული ხმები საბოლოო პროდუქტის წარმატებაში და უქმნის თუ არა ტექნოლოგიური განვითარება საფრთხეს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს - ამ თემაზე სასაუბროდ „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია ხმის დიზაინერი, კომპანია Postred-ის დამფუძნებელი ბესო კაჭარავა. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი პოდკასტის წარმდგენია: საქართველოს ბანკი

    საინტერესო პოდკასტი | ლიდერობა ტექ ინდუსტრიაში

    Play Episode Listen Later Jan 10, 2024 45:00


    გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, ტექ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები ინტროვერტები და სხვებთან კომუნიკაციის არ მოყვარულები არიან, რომლებსაც მხოლოდ კოდის წერა აინტერესებთ. საბედნიეროდ დღეს ეს სტერეოტიპი უკვე დამსხვრეულია და უამრავი ადამიანი პროგრამული ინჟინერის პროფესიიდან, მენეჯერულ პოზიციაზეც ინაცვლებს, რაც გუნდის ზრდასთან ერთად, გარდაუვალი პროცესია. და მაინც, როგორია იყო ტექნიკური გუნდის ლიდერი? რა გამოწვევებს აწყდებიან ადამიანები ამ ტრანზიციის პერიოდში და რა უნარების წინ წამოწევა უწევთ რომ პროცესები ეფექტურად მართონ? დღევანდელი პოდკასტის სტუმარია გუკა მაზანაშვილი, e team-ის ვებ-დეველოპმენტის მიმართულების ხელმძღვანელი. წამყვანი: ჯაბა შავიშივილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი

    მარკეტერის პოდკასტი | საუკეთესო წინ არის

    Play Episode Listen Later Dec 30, 2023 38:02


    საქართველოს ბანკის ახალი წლის კამპანიას და ვიდეო რგოლს წლეებია უკვე უამრავი ადამიანი ელოდება. აღნიშნული კამპანიიდან წამოსულ გზავნილებს ბევრისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და ერთვარად შემდეგი წლის აქტოვობებისთვის მოტივაციის მიმცემია. ტრადიცია წელსაც გაგრძელდა და Metro Production-თან და პოპულარულ ინტერნეტ პერსონაჟთან, ჟირაფ ჟოზესთან ერთად ახალი მცირე ვიდეო რგოლი შემოგვთავაზეს, რომლის მესიჯიც მარტივია - „საუკეთესო წინ არის“. ამ იმედით და მოტივაციით სავსე ვიდეო რგოლმა უკვე უამრავი ადამიანის გული დაიპყრო. სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ მარკეტერის პოდკასტის წლის ბოლო ეპიზოდში, რომლის სტუმრებიც არიან მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი და ეკა ყიფიანი, „JWT მეტროს“ კრეატიული დირექტორი. წამყვანი: აკო ახალაია პოდკასტის წარმდგენია: საქართველოს ბანკი

    საინტერესო პოდკასტი l ქართული ტიპოგრაფია - წარსული და დღევანდელი მდგომარეობა

    Play Episode Listen Later Dec 28, 2023 50:02


    საქართველოში მუდამ ამაყები ვართ, როდესაც მსოფლიოში 14 არსებულ დამწერლობას შორის ჩვენსაც მოიხსენიებენ ხოლმე. ტიპოგრაფია მნიშვნელოვანი ნაწილია არა მხოლოდ ტექსტური შინაარსის გასაზიარებლად, არამედ ის გვიჩვენებს თუ როგორი განწყობით არის გადმოცემული ესა თუ ის მესიჯი. ქართულმა ტიპოგრაფიამ დიდი დრო გავლო, ხელნაწერი ნიმუშებიდან გაციფრულებამდე. სწორედ ამ ეტაპებზე და დღევანდელ მდგომარეობაზე სასაუბროდ, „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია ნინო ჯიშკარიანი - გრაფიკოსი, ასოციაცია „ქართული შრიფტის“ პრეზიდენტი. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

    საინტერესო პოდკასტი | ყველაფერი გაუნათლებლობის ბრალია

    Play Episode Listen Later Dec 12, 2023 45:44


    დღევანდელი პოდკასტის თემა გულწრფელად ძალიან სენსიტიურია: თანამედროვე სასკოლო სისტემა, სკოლის როლი ბავშვის ცხოვრებაში, განათლება და ცოდნა.  აკადემიური ცოდნის მიღმა, უნდა ზრუნავდეს თუ არა სკოლა მოსწავლის ემოციურ და სოციალურ ინტელექტზეც? როგორია კარგი პედაგოგი? რა როლი აქვს სკოლას ბავშვის მიერ სამომავლო პროფესიის შერჩევაში? დღევანდელი ჩვენი სტუმარი თავად გახლავთ წარსულში მათემატიკის მასწავლებელი, ხოლო დღეს „მწვანე სკოლის“ დამფუძნებელი - ბაკურ სულაკაური.

    საინტერესო პოდკასტი | როგორია რეალურად ჩვენი ნერვული სისტემა?

    Play Episode Listen Later Dec 5, 2023 46:25


    წარმოგიდგენიათ ვიზუალურად, როგორ მუშაობს და რაზეა პასუხისმგებელი ნერვული სისტემა? რომელია ის ძირითადი ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული?   სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ დღევანდელ ჩვენს სტუმართან, ბავშვთა ნევროლოგთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არჩეულ რექტორთან - პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან. 

    საინტერესო პოდკასტი l რა არის და როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები?

    Play Episode Listen Later Nov 30, 2023 70:42


    ტექნოლოგიების საუკუნეში, საავტორო უფლებები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დარღვევად უფლებათაგანია. ამის მიზეზი კი ძირითადად ის არის, რომ ხშირად აღნიშნული უფლებების გაგება თუ აღქმა ჭირს როგორც ფართო საზოგადოებაში, ასევე ბიზნესის და მედიის წრეებშიც. რა სახის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს საავტორო უფლებები, როდის წარმოიშვება იგი და რა გამოწვევები ახლავს მას ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია მირიან კულულაშვილი, საავტორო უფლებების ექსპერტი, მუსიკალური კომპანია Bloom Music-ის თანადამფუძნებელი. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი

    საინტერესო პოდკასტი | ქართველი Data Scientist IKEA-ში

    Play Episode Listen Later Nov 21, 2023 53:11


    როგორია იკეას სამუშაო გარემო? როგორ მიდის იკეას AI-ზე მუშაობა? როდის შემოვა ბრენდი საქართველოში? გიორგი კოკაია არის დღეს საინტერესო პოდკასტის სტუმარი, განათლებით ფიზიკოსი, რომელმაც ბევრი წელი იცხოვრა შვედეთში, სადაც თავდაპირველად დაიწყო იკეაში მუშაობა გაყიდვებისა და ფრომოუშენის ანალიტიკის მიმართულებით, ხოლო დღესდღეობით ის იკეა ამსტერდამის Data Scientist-ია და იკეას AI-ზე მუშაობს. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი.

    საინტერესო პოდკასტი l რა საიდუმლოს ინახავს თბილისის ისტორიული უბნები

    Play Episode Listen Later Nov 15, 2023 65:49


    ტურიზმის როლის განვითარებასთან ერთად, საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება იმ სერვისების მიწოდებაც, რაც ტურისტების ქვეყნისადმი ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს. ერთ-ერთი რა თქმა უნდა თბილისის უძველესი უბნები, ულამაზესი არქიტექტურა და ამ ყველაფრის უნიკალური ისტორიაა. სწორედ ამ მიზნით და ამბიციით, ქალაქში უკვე რამდენიმე წელია რაც Tbilisi Free Walking Tours არსებობს. რა ამბებს ინახავს ძველი თბილისის ქუჩები თუ შენობები? რა აინტერესებთ ყველაზე მეტად ქალაქის სტუმრებს? როგორია ტურისტული გიდების სამუშაო და რა შესაძლებლობებია ამ სფეროში კიდევ დარჩენილი. საინტერესო პოდკასტის სტუმარია ლევან გიორგაძე, Tbilisi Free Walking Tour-ის დამფუძნებელი და გიდი. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი წარმდგენი: საქართველოს ბანკი

    მარკეტერის პოდკასტი | კრეატიული ფარდის მიღმა

    Play Episode Listen Later Nov 10, 2023 47:44


    რა გზას გადის ბრენდი სრულყოფილად ჩამოყალიბებამდე? როგორ ხდება სააგენტოებში პროცესების მართვა? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები სააგენტოებსა და კლიენტებს შორის წარმატებული თანამშრომლობისთვის? პარკეტერის პოდკასტის დღევანდელი სტუმარია ნუკა შევარდნაძე-მარკეტერი და საკომუნიკაციო სააგენტო Playmakers-ის მმართველი პარტნიორი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

    საინტერესო პოდკასტი | რა გავლენა აქვს სტრესს მენტალურ ჯანმრთელობაზე

    Play Episode Listen Later Nov 7, 2023 78:55


    ცხოვრების აჩქარებული ტემპი და 21-ე საუკუნის მოთხოვნები პირდაპირპროპორციულად ზრდის ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებს და სტრესის დოზებს. • რა ფიზიკური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა? • შესაძლებელია, რომ სტრესმა მიგვიყვანოს პრობლემებამდე, როგორიცაა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა...? • რა განაპირობებს ადამიანების სხვადასხვა რეაქციას სტრესზე? დღევანდელ პოდკასტში, ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრი ქეთევან სილაგაძე აგვიხსნის რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ თანამედროვე ადამიანები, როგორი გავლენა აქვს სტრესს ჩვენს ჯანმრთელობაზე, რა არის ის ზღვარი, რომლის იქითაც, სტრესი აღემატება „ნორმებს“ და არსებობს თუ არა გზები, დავარეგულიროთ ჩვენი რეაქციები და შევცვალოთ ჩვენი აღქმები მის მიმართ. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი.

    მარკეტერის პოდკასტი | რა შეუძლია კვლევას?

    Play Episode Listen Later Nov 3, 2023 47:24


    რა შეუძლია კვლევას? რა ძირითადი გამოწვევებია კვლევით და საკონსულტაციო დარგში? მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი თემაა კვლევები - მარკეტინგული და სოციალური კვლევები, მონაცემები რომლებზე დაყრდნობითაც მსხვილი კომპანიები ღებულობენ გადაწყვეტილებებს. ამ თემაზე კვლევითი კომპანია ანოვას თანადამფუძნებელ, ქრისტინე ლორთქიფანიესთან ერთად ვისაუბრებთ მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

    საინტერესო პოდკასტი l მუსიკალური მოწყობილობები Designed In Georgia

    Play Episode Listen Later Oct 31, 2023 49:52


    ელექტრული ინჟინერია თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის ფუნდამენტია. მიუხედავად იმისა რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ეს სფერო კარგა ხანია ისწავლება, რეზულტატი და ამ ცოდნისგან მიღებული პროდუქტების რაოდენობაც ძალიან მცირეა. როგორ იქმნება ქართული მუსიკალური მოწყობილობები? რა გამოწვევები აქვს ამ სფეროს საქართველოში და რა ცოდნაა საჭირო საბოლოო პროდუქტის მისაღებად? ვინ არიან მისი მომხმარებლები და მომავალში კიდევ რას შეიძლება დაეწეროს Designed In Georgia? ამ თემაზე სასაუბროდ, საინტერესო პოდკასტში ორი ახალგაზრდა დიზაინერი და ელექტრული ინჟინერი, დავით მალანია და ივა სალუქვაძე მოვიწვიეთ, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ Ambient.Ge-ს ბრენდის ქვეშ პირველი ქართული მოდულარული სინთეზატორები შექმნეს. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი პოდკასტის წარმდგენია: საქართველოს ბანკი

    მარკეტერის პოდკასტი | რა არის და როგორ მუშაობს კორპორატიული გაყიდვები?

    Play Episode Listen Later Oct 27, 2023 53:03


    მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი თემაა კორპორაციული გაყიდვები - რა არის და როგორ მუშაობს ის? ამ თემაზე, GD Alco-ს ბრენდ მენეჯერთან, გიორგი იმერლიშვილთან ერთად ვსაუბრობთ. * რა ეტაპებს მოიცავს და რა მიდგომების გამოყენებაა ეფექტური კორპორაციულ გაყიდვების პროცესში? * რა არის ყველაზე გავრცელებული გამოწვევები კორპორაციულ გაყიდვებში? * რა გვჭირდება კორპორაციული გაყიდვების პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის? მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

    საინტერესო პოდკასტი l ხელოვნური ინტელექტის ხელოვნება

    Play Episode Listen Later Oct 24, 2023 59:57


    ხელოვნური ინტელექტი ნელ-ნელა ადამიანის არსებობის ყველა სფეროში შემოვიდა, თუმცა არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ხელოვნების სფეროში უკვე მასიური გამოყენება აქვს. რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის ხელოვნება? საერთოდ შეგვიძლია თუ არა ეს სიტყვათშეთანხმება გამოვიყენოთ. როგორ იქმნება გენერაციული ხელოვნება და შეიძლება თუ არა ისიც იყოს შთამაგონებელი. გააჩნია თუ არა ხელოვნური ინტელექტს ნიჭი და ინდივიდუალობა? ამ კითხვებზე, საჯარო სივრცეში დღესაც აქტიური კამათი მიდის. ჩვენ კი საინტერესო პოდკასტში, პროგრამულ ინჟინერთან, თემურ ჩიჩუასთან ერთად ვეცადეთ მცირედით, მაგრამ მაინც გვეპასუხა ამ საკითხებზე წამყვანი: ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი

    მარკეტერის პოდკასტი | სარეკლამო კომპანიიდან კინო ინდუსტრიამდე

    Play Episode Listen Later Oct 20, 2023 42:19


    მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ბაჩო მებურიშვილი. საკომუნიკაციო სააგენტო ვოთერგანზის და ენკენი ფილმსის თანადამფუძნებელი

    საინტერესო პოდკასტი | ქართველი არტისტების პორტალით მოგზაურობა “Ricky and Morty”-ში

    Play Episode Listen Later Oct 18, 2023 56:37


    შესაძლებლობები უსაზღვროაო, ასე ამბობენ დღევანდელ დროში და მართლაც, ბევრი რამ, რაც ადრე წარმოუდგენელი გვეგონა, დღეს გაცილებით რეალისტურია, ვიდრე წარმოგვიდგენია. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმრები არიან ანა მარკოზაშვილი და ნიკოლოზ გურიელიძე, ილუსტრატორები რომლებმაც Rick And Morty-ისთვის პოსტერები შქმნესდღეს ვისაუბრებთ თუ როგორია TV Show Rick & Morty-ს პროექტზე მუშაობა. • რა ემოციებთან იყო დაკავშირებული ამ გამოწვევის მიიღება?• რა პროცესებს მოიცავდა?• რიკ ენდ მორტის გუნდთან მუშაობა როგორი გამოცდილებაა?• რა იყო ამ პროექტში ყველაზე დიდი სიამოვნების წყარო?• რა არის თანამედროვე ილუსტრატორის გამოწვვები? საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი.

    მარკეტერის პოდკასტი | ბრენდინგი დეველოპმენტში

    Play Episode Listen Later Oct 13, 2023 44:38


    მარკეტერის დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ ბრენდინგზე დეველოპმენტის სფეროში. * როგორ შეიცვალა თანამედროვე უძრავი ქონების მყიდველი? * რა როლი აქვს ბრენდინგს დეველოპმენტში?* როგორია ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ამ სფეროს ციფრულ მარკეტინგში? ამ და დეველოპმენტისთვის დამახასიათებელ სხვა საკითხებზე, მარკეტერის პოდკასტში, სტრატეგიული ბრენდინგისა და კომუნიკაციის კონსულტანტი ირინა დუმბაძე გვესაუბრება, რომელიც m2-ის ბრენდის განვითარებას ხელმძღვანელობს. გვისმინეთ აქ: (საუნდქლაუდის ბმული) ასევე, აქ: Spotify, Apple & Google Podcasts მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

    საინტერესო პოდკასტი - საბოლოო არჩევანი ჩვენზეა

    Play Episode Listen Later Oct 10, 2023 61:02


    თანამედროვე ადამიანის ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე, ცხოვრების ის ტემპი და დინამიკა რასაც თანდათან მივყვებით, ააქტიურებს შიშებს და შფოთვებს. შესაძლებლობებიც მეტია, თუმცა გაზრდილ პასუხისმგებლობებთან ერთად საკმაოდ რთული გახდა თვით გამორკვევა და საკუთარი ხმის მოსმენა. რამდენად რთულია დავთმოთ სტაბილურობა, შემოსავალი, სტატუსი, კომპონენტები რომელიც დღევანდელი ცხოვრებისთვის აუცილებელზე მეტია. არჩევანი კი საბოლოოდ მაინც ჩვენზეა. ამის მაგალითი დღეს ჩვენი სტუმარია, ადამიანი ვინც საკუთარი სამსახური სპონტანურად სცენაზე, მისი ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, 800 ადამიანის წინაშე დატოვა. წამყვანი: ნატალია ფირცხალავა საინტერესო პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი

    მარკეტერის პოდკასტი | მენეჯმენტ კონსალტინგის როლი ორგანიზაციის განვითარებაში

    Play Episode Listen Later Oct 4, 2023 51:56


    მენეჯმენტ კონსალტინგის როლი ორგანიზაციის განვითარებაში მრავალფეროვანია. ამ პოდკასტში, „სინერჯი ჯგუფის“ დამფუძნებელთან ერთად, ვისაუბრებთ ბიზნესებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე: რას გულისხმობს ბიზნესის მენეჯმენტ კონსალტინგი და როდის მიმართავენ საკონსულტაციო კომპანიას ორგანიზაციები? რა როლი აქვს კონსალტინგის ჯგუფს კომპანიების სწორ სტრუქტურირებაში, გადარჩენასა და სამომავლო განვითარებაში? ჰიბრიდული სამუშაო გარემოს პირობებში, როგორ ეხმარება კონსალტინგის სერვისი კომპანიის მენეჯმენტის ადაპტირებაში? როგორ იგეგმება საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად, ახალი პროექტები და მთლიანობაში, ახალი სეზონი?  მარკეტერის პოდკასტის სტუმარია „სინერჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი პაპუნა ტოლიაშვილი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

    საინტერესო პოდკასტი l როგორ იქმნება ციფრული პროდუქტები

    Play Episode Listen Later Oct 2, 2023 66:52


    8 ოქტომბერს, თბილისში ProdAct Community-ის ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით საერთშორისო კონფერენცია ჩატარდება. აღნიშნული თავყრილობა პირველი იქნება საქართველოში, რომელიც ძირითადად ციფრულ პროდუქტებს მიეძღვნება და და ამ სფეროში დასაქმებულ ქართველ პროფესიონალებს გააერთიანებს. რას ნიშნავს ციფრული პროდუქტი, რა ეტაპებს გადის პროდუქტი ინიციაციიდან დასრულებამდე და როგორია აღნიშნული კომუნის მდგომარეობა საქართველოში - ამ თემებზე სასაუბროდ საინტერესო პოდკასტში მოვიწვიეთ ლუკა ქობალია - საქართველოს ბანკის ინტერნეტ და მობილბანკის პროდუქტის ლიდი, გიორგი ლომიძე - ProdAct-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი

    საინტერესო პოდკასტი | მზადება საიუბილეო DevFest-ისთვის

    Play Episode Listen Later Sep 27, 2023 56:12


    საქართველოში IT კომუნა DevFest-ის მეათე, საიუ ბილეო გამოშვებისთვის ემზადება. 2012 წელს Google-ის მხარდაჭერით, Google Developers Group (GDG)-ის ბაზაზე შექმნილი ღონისძიება, მაშინ ერთ-ერთი პირველი კომუნა იყო, რომელიც ქართველ დეველოპერებს აერთიანებდა. ამ წლების განმავლობაში გაიზარდა როგორც მასზე დამწრეთა, ასევე იმ ქართველ სპიკერთა რაოდენობაც, რომლებიც დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას უზიარებენ. მეტიც, შარშან DevFest, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტერიტორიულადაც გაფართოვდა და 400 დელეგატს ქუთაისმა უმასპინძლა. მეათე საიუბილეო ფესტივალი, რომელიც 1 ოქტომბერს, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება ორგანიზატორების თქმით ყველა მხრივ გამორჩეული იქნება - დამატებითი სივრცეები პანელური დისკუსიებისთვის, ვორქშოფებისთვის და გასართობად ამ დღეს ყველასთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს. საინტერესო პოდკასტის სტუმარები არიან საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილი და DevFest-ის თანაორგანიზატორი, Google Developers ექსპერტი ტატო კუტალია, რომლებთან ერთადაც ვსაუბრობთ აღნიშნული ფესტივალის ისტორიაზე და 2023 წლის პროგრამაზე წამყვანი: ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი

    მარკეტერის პოდკასტი | ნავიგაცია კორპორატიულ და შემოქმედებით სამყაროს შორის

    Play Episode Listen Later Sep 21, 2023 51:25


    როგორია, ერთი მხრივ, იყო მოდის ინდუსტრიაში, მართავდე ახალგაზრდულ ბრენდ Reckless-ს და ამავდროულად, ხელმძღვანელობდე Wissol-ისა და Smart-ის მარკეტინგს? მარკეტერის ამ პოდკასტში ვსაუბრობთ, თუ რა შეგვიძლია ვისწავლოთ კორპორაციული და შემოქმედებითი ინდუსტრიებიდან, როგორ მუშაობს მოდის ბიზნესი, როგორ შევქმნათ გარემო, სადაც ახალგაზრდებს ეყვარებათ მუშაობა. მოვისმენთ კორპორაციული სამყაროს ინსაითებსა და Wissol-ის გეგმების შესახებ. დღევანდელი სტუმარია სალომე გველესიანი, Reckless-ის დამფუძნებელი, Wissol-ისა და Smart-ის მარკეტინგის დირექტორი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

    მარკეტერის პოდკასტი | ბიზნეს მენეჯერი მარტივად

    Play Episode Listen Later Sep 1, 2023 41:28


    ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა ერთიანი პლატფორმა — ბიზნეს მენეჯერი წარადგინა. ციფრული პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს სერვისებს, რომლითაც ნებისმიერი ზომის კომპანიას შეუძლია სარგებლობა და მისი გამოყენება ორგანიზაციის ეფექტურ მართვაში, მონაცემების მოგროვებაში, ანალიტიკასა და ბიზნესის განვითარებაში. მარკეტერის პოდკასტის სტუმარია გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. გიორგისთან ერთად, მარტივად ვსაუბრობთ ბიზნეს მენეჯერზე და ვცდილობთ, მაქსიმალურად გასაგებად აგიხსნათ, ვის როგორ, სად და რატომ შეგიძლიათ ახალი პლატფორმის გამოყენება თქვენი ორგანიზაციის განსავითარებლად. მარკეტერის პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი.

    საინტერესო პოდკასტი | საუბარი ჩემპიონთან - ზაზა ფაჩულია

    Play Episode Listen Later Aug 29, 2023 64:41


    წელს ზაფხულის სპორტული დასასრული მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება - 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე კალათბურთის მე-19 მსოფლიო ჩემპიონატს ვადევნებთ თვალს, რომელიც პირველად ჩატარდება 3 ქვეყანაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველად ისტორიაში ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრები. საინტერესო პოდკასტის სტუმარია ზაზა ფაჩულია, მასთან ერთად განვიხილავთ მსოფლიო ჩემპიონატს. წამყვანი: ნატალია ფირცხალავა თანაწამყვანი: გიორგი ზურაბიშვილი

    საინტერესო პოდკასტი | რა არის სიზმარი და რატომ ვნახულობთ მათ?

    Play Episode Listen Later Aug 24, 2023 46:27


    გახსოვთ, რა ნახეთ ბოლოს სიზმარში და რა აუხსნა მოუძებნეთ მას? ჩვენ მხოლოდ დღე არ ვცხოვრობთ, სიზმრებშიც ვაგრძელებთ ცხოვრებას და ზოგჯერ, ძალიან მნიშვნელოვან ქმედებებსაც ჩავდივართ - ასე გვარწმუნებს იუნგი. არის თუ არა სიზმარი ტვინის რენდომ აქტივობის შედეგად გენერირებული პროდუქტი, თუ, მის უკან გაცილებით მნიშვენლოვანი ახსნა დგას? არის თუ არა ის მართლაც ჩვენი რეპრესირებული სურვილების ექსპრესია, როგორც ამას ფროიდი ამბობს? სიზმრების შესახებ უამრავი თეორია არსებობს, მათი ინტერპრეტირება მართლაც ცალკე ხელოვნებაა, თუმცა, დღევანდელი შესაძლებლობების ფარგლებში, მეცნიერებს კიდევ უფრო მეტი ვალიდური არგუმენტაცია აქვთ ხელთ კვლევების შედეგად, თუ რა ხდება ჩვენს ტვინში, როცა სიზმარს ვნახულობთ, რა გავლენა აქვს მას ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, აქვს თუ არა მას რაიმე საერთო წინასწარმეტყველებასთან... ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო ფანჯარას გამოვაღებთ დღეს, რაშიც ჩვენი დღევანდელი სტუმარი, სამეცნიერო ჟურნალისტი ზაზა დობორჯგინიძე დაგვეხმარება.

    საინტერესო პოდკასტი | რისკზე წასვლა არ ღირს

    Play Episode Listen Later Aug 17, 2023 43:14


    ობიექტურად რომ შეაფასოთ საკუთარი თავი, როგორც მძღოლი, როგორ ეპითეტებს გამოიყენებდით? დაგყავთ თუ არა თქვენი ავტომობილი სეზონურ შემოწმებაზე, დროულად უცვლით თუ არა სეზონურ საბურავს, უსმენთ თუ არა მას და საერთოდაც, გესმით თუ არა მისი? სერიოზულად კი, საგზაო მოძრაობის კულტურა და უსაფრთხოება ერთ-ერთ მოწინავე პრობლემად რჩება ჩვენს ქვეყანაში. 2021 წლის მონაცემებით 7700 ადამიანი დაშავდა, ხოლო 450 გარდაიცვალა. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზები სიჩქარის გადაჭარბება, გაუმართავი ავტომობილი, ჩვენი კულტურული მახასიათებლები და მავნე ჩვევებია. კარგი ამბავი ისაა, რომ ზუსტად ვიცით, სტატისტიკა გვეუბნება, რომ შესაძლებელია ისეთი სისტემის აწყობა, რომლის მეშვეობითაც საგზაო შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგალითად, ეს შეძლეს სკანდინავიის ქვეყნებმა. ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი ამ პრობლემის მოგვარების, რა თქმა უნდა, ცნობიერების გაზრდაა ამ საკითხის ირგვლივ, რასაც ძალიან წარმატებულად აკეთებს მაგალითად თეგეტა მოტორსი, რომელსაც უკვე წელზე მეტია მიმდინარე კამპანია აქვს საგზაო მოძრაობის კულტურასთან დაკავშირებით. სწორედ ამ კამპანიის ამბასადორი, ავტომრბოლელი დათა ქაჯაიაა დღეს ჩვენი სტუმარი, რომელიც გვასწავლის როგორ გავხდეთ მეტად პასუხისმგებლიანი და კულტურული მძღოლები.

    საინტერესო პოდკასტი: Upway.ge: სწავლის მძებნელთა პლატფორმა

    Play Episode Listen Later Jul 26, 2023 45:16


    თანამედროვე ადამიანების მუდმივი გამოწვევა თვითგანვითარებაა. ტემპი ძალიან მაღალია, ტექნოლოგიების ასეთი სისწრაფით წინსვლა ყველაფერზე აისახება, მათ შორის, ძალიან შესამჩნევად განათლების სისტემაზეც, რომელიც ცდილობს, რომ რბოლას არ ჩამორჩეს. დღეს მოცემულობა სხვაგვარია - თანამედროვე პროფესიების პოპულარობამ ცოდნის მიღების წყაროებიც შეცვალა, გადმოინაცვლა ციფრულ სამყაროში და განათლების მიღება სულ უფრო და უფრო თანასწორი და ხელმისაწვდომი გახადა - ადამიანები, ასაკის და მიუხედავად, რადიკალურად იცვლიან პროფესიებს, აღმოაჩენენ ფარულ შესაძლებლობებსა და ნიჭებს, იჩენენ დამატებითი შემოსავლის წყაროებს. ერთი სიტყვით, ცვლიან საკუთარ ცხოვრებებს. ჩვენი სტუმრები upway.ge-ს, კურსების სანდო და მრავალფეროვანი სისტემის დამფუძნებელი სამი სხვადასხვა მხრივ საინტერესო ქალია, მარიშა გოგოლაური, მარიამ აბულაძე და მარიამ ცანავა. გადაცემის წამყვანი: ნატალია ფირცხალავა გადაცემის წარმდგენი: საქართველოს ბანკი

    საინტერესო პოდკასტი | Bitcamp: პატარა პროგრამისტების სათამაშო მოედანი

    Play Episode Listen Later Jul 7, 2023 50:05


    რა ასაკიდან შეუძლია ბავშვს, გახდეს პროგრამისტი? როგორ რთულადაც არ უნდა ჟღერდეს პროგრამირება, სწორი პროგრამით, რესურსებით და მიდგომებით, დიახ, ბავშვებს შეუძლიათ საკმაოდ პატარა ასაკიდან დაიწყონ მისი შესწავლა. არ არის აუცილებელი ბავშვი გაყვეს ამ პროფესიას, პროგრამირების სწავლა მაინც ძალიან ბევრ სარგებელს მოუტანს თქვენს შვილებს: განუვითარებს და გაუძლიერებს კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრის სქილებს, გაუღვივებს კრეატიულობას და საკუთარი თავის გამოხატვაში დაეხმარება, რადგან პროგრამირება სწორედ ეგ არის - გადააქციონ საკუთარი წარმოსახვითი იდეები ხელშესახებ, ციფრულ ქმნილებებად, იქნება ეს თამაშების დიზაინი, თუ ვებგვერდის აწყობა. ამ პროფესიის პოპულარობისა და სარგებლიანობის გამო, ბითქემფმა, რომლის დამფუძნებელიც ჩვენი სტუმარია დღეს, გარდა ზრდასრულებისა, პატარებზეც დაიწყო ზრუნვა და საბავშვო პროგრამაც შეიმუშავა, რომელიც ამ ზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, ონლიან და რაც კიდევ უფრო მთავარია, ძალიან მხიარული და არამოსაწყენი, რომ ბავშვებს საზაფხულო არდადეგები არ დავუფრთხოთ

    საინტერესო პოდკასტი | შოთი არველაძე

    Play Episode Listen Later Jun 23, 2023 71:06


    როგორია ცხოვრება მას შემდეგ, ის, რასაც ბავშვობიდან მოყოლებული, უამრავი წლის განმავლობაში მთელი გულით აკეთებ, წყვეტ უამრავ ვარსკვლავს, ხარ გულშემატკივრის უძლეველი ენერგეტიკის ველის ეპიცენტრში და მიუხედავად ამ ენერგეტიკისგან გამოწვეული ბიძგებისა, მაინც მყარად დგახარ მოედანზე, რაღაც მომენტში, მართალია, კანონზომიერად, თუმცა, მაინც მთავრდება? საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ტრაბზონსფორის, აიაქსის, რეინჯერსის და ალკმარის ვარსკვლავი, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, გამოწვევას მწვრთნელობით პასუხობს. საინტერესო პოდკასტის სტუმარია შოთი არველაძე. გარდა იმისა, რომ გავიგებთ, რას შვება ახლა ის, თავს როგორ გრძნობს და რა გეგმები აქვს, კარს მომდგარ, ჩვენი ქვეყნისთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო მოვლენაზე - უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზეც მოვისმენთ მის მოსაზრებებს. საინტერესო პოდკასტის მასპინძელი: ნატა ფირცხალავა, თანაწამყვანი, დიმა ნებიერიძე. საინტერესო პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი

    Claim Marketer.ge Podcast

    In order to claim this podcast we'll send an email to with a verification link. Simply click the link and you will be able to edit tags, request a refresh, and other features to take control of your podcast page!

    Claim Cancel